მაკკალუმის 41 ქულა და „პორტლენდის“ მნიშვნელოვანი გამარჯვება ორლანდოში (ვიდეო)

„პორტლენდის“ წამყვან კალათბურთელებს მიმდინარე სეზონზე ტრავმებმა მოსვენება არ მისცა. „ბლეიზერსი“ პლეი ოფის საგზურისთვის იბრძვის და დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

პორტლენდელები სტუმრად „ორლანდოს“ შეხვდნენ და დემიენ ლილარდის არყოფნის მიუხედავად დამაჯერებელი გამარჯვება იზეიემს (107-130)

ლილარდის არყოფნაში „ბლეიზერსს“ სი ჯეი მაკკალუმმა ულიდერა. მის ანგარიშზე 41 ქულა 5 მოხსნა და 5 პასია. ჰასან ვაიტსაიდმა 16 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

„მეჯიქის“ რიგებში კი ყველაზე შედეგიანი 30 ქულითა და 11 მოხსნით ნიკოლა ვუჩევიჩი გამოდგა. 23 ქულა დააგროვა ტერენს როსმა.

„პორტლენდი“ დასავლეთ კონფერენციაში 27 მოგებითა და 35 მარცხით ჯერჯერობით მე-9 ადგილზე იმყოფება და მე-8 ადგილზე მყოფ „მემფისს“ 3 მოგებით ჩამორჩება. რაც შეეხება „ორლანდოს“, ეს გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში 27 მოგებითა და 34 მარცხით მე-7 პოზიციაზეა.

კლივლენდი – იუტა 113-126

ნიუ იორკი – ჰიუსტონი 125-123

ატლანტა – მემფისი 88-127

მაიამი – მილუოკი 105-89

ჩიკაგო – დალასი 109-107

სან ანტონიო – ინდიანა 111-116