მახაჩევმა ვოლკანოვსკი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა [ვიდეო] #1TVSPORT

UFC 284-ზე, რომელიც ავსტრალიაში გაიმართა, ერთმანეთს ისლამ მახაჩევი და ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაუპირისპირდნენ.

ორთაბრძოლა უდიდეს ინტერესს იწვევდა, რადგან ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი მსუბუქ წონაში ქამრის მფლობელს, დაღესტნელ ისლამ მახაჩევს ტიტულს ეცილებოდა.

31 წლის მახაჩევმა (24-1) მსუბუქ წონაში ჩემპიონობა 2022-ში მოიპოვა, ვოლკანოვსკი კი ქვემსუბუქ წონაში ტიტულს სამი წელია, ინარჩუნებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, უკომპრომისო ორთაბრძოლაში UFC-ის ერთ-ერთმა საუკეთესო სპორტსმენებმა არაფერი დათმეს და მათი დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა.

საბოლოოდ, მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით (48-47, 48-47, 49-46), ბრძოლა დაღესტნელის გამარჯვებით დასრულდა და ისლამ მახაჩევმა მსუქბუქ წონაში ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა.