მაკგრეგორს ნურმაგომედოვთან რევანში სურს
მაკგრეგორს ნურმაგომედოვთან რევანში სურს

UFC – ის თავკაცი დანა უაიტი „ბოსტონ გლოუბთან“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ კონორ მაკგრეგორს ხაბიბ ნურმაგომედოვთან რევანშის დიდი სურვილი აქვს.

 

„მე ვიცი, რომ კონორს ხაბიბთან რევანში ძალიან უნდა, მაგრამ მომავალი მეტოქის არჩევა ახლა ნურმაგომედოვის გადასაწყვეტია, ბოსი ახლა ის არის. ვფიქრობ, რომ ნურმაგომედოვის მოწინააღმდეგე არა მაკგრეგორი, არამედ ტონი ფერგიუსონი იქნება“ – აცხადებს დანა უაიტი.

 

შეგახსენებთ, რომ მაკრეგორისა და ნურმაგომედოვის დაპირისპირებამ დიდი ვნებათაღელვა და ინტერესი გამოიწვია. დაღესტნელმა მებრძოლმა მაკგრეგორი დაამარცხა და ამ უკანასკნელის უძლეველობის მითი დაამსხვრია.

 

მაკგრეგორისა და ნურმაგომედოვის განმეორებით ორთაბრძოლას კი გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან.