მაკგრეგორს მართვის მოწმობა ჩამოართვეს

00:04, 29.11.2018

UFC-ის ირლანდიელ მებრძოლს, კონორ მაკგრეგორს მართვის მოწმობა, სიჩქარის გადაჭარბებისთვის ექვსი თვით ჩამოართვეს – იტყობინება BBC.

30 წლის სპორტსმენი ირლანდიაში კიტდეირის საგრაფოს პოლიციელებმა გააჩერეს, რადგან მაკგრეგორი თავისი ავტომობილით საათში 154 კილომეტრით მოძრაობდა, სადაც მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა – 100 კმ/სთ-ია. მართვის მოწმობის ჩამორთმევის გარდა, კონორი 1000 ევროთი დააჯარიმეს.

მსგავსი