მაკგრეგორს ისევ გაუპატიურებაში ადანაშაულებენ
მაკგრეგორს ისევ გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ყოფილ ჩემპიონს, კონორ მაკგრეგორს ისევ შეიძლება ბრალი წაუყენონ. ის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილია, – იტყობინება გაზეთი „ნიუ იორკ თაიმსი“.

ჟურნალისტების ინფორმაციით, 20 წლის გოგონა ირწმუნება, რომ ირლანდიელმა მებრძოლმა ის გასულ კვირას, დუბლინის ერთ-ერთი პაბის გვერდით საკუთარ ავტომობილში გააუპატიურა.

პოლიციას ჯერ ბრალი არ წაუყენებია, რადგან გამოძიება გრძელდება. თავად მაკგრეგორი და მისი გუნდი ამ ამბავს უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ კონორი გაუპატიურებაში უფრო ადრე სხვა გოგონამ დაადანაშაულა, მაგრამ ირლანდიელი სპორტსმენი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.