მაკგრეგორისა და სერონეს ბრძოლაზე დასასწრები ყველა ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა
მაკგრეგორისა და სერონეს ბრძოლაზე დასასწრები ყველა ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა

ცნობილი ირლანდიელი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ოქტაგონს 2020 წლის 18 იანვარს უბრუნდება. კონორი ლას ვეგასის „ტი მობაელ არენაზე“ დოლანდ სერონეს დაუპირისპირდება.

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა  „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრძოლაზე დასასწრები ყველა ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა. ($10 მილიონი ამერიკული დოლარი)

შეგახსენებთ, რომ კონორს გასული ოქტომბრის შემდეგ ბრძოლა არ გაუმართავს. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს მისი პოპულარობა კვლავ ძალიან მაღალ დონეზეა.

„ტი მობაელ არენაზე“ ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთის მინიმალური ფასი $300 დოლარიდან იწყებოდა.