ცნობილი ირლანდიელი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი ოქტაგონს 2020 წლის 18 იანვარს დაუბრუნდება. კონორის მწვრთნელს ოუვენ როდის სჯერა, რომ „ნოტარიუსი” „კავბოის” დამარცხებას შეძლებს და შემდეგ ხორხე მასვიდალს დაუპირისპირდება.
„ჩვენი გეგმა სწორედ ეს არის. როდესაც კონორი რამეს მოინდომებს, ის ამას აუცილებლად შეასრულებს. სერონე, რა თქმა უნდა ძლიერი მეტოქეა, თუმცა არ მგონია, რომ მაკგრეგორს ამ ბრძოლაში რაიმე პრობლემა შეექმნას. ჩვენ აუცილებლად უნდა დავამარცხოთ კავბოი და შემდგომ უფრო დიდ გამოწვევებზე ვიფიქროთ. ხომ გახსოვთ ნეიტ დიაზთან მეორე ბრძოლა, სწორედ ასეთ სცენარს ველი სერონესთან დაპირისპირებისას.” – აღნიშნა ოუვენ როდიმ.