მაკგრეგორის აგენტი - კონორი ნახევრადსაშუალო წონით დივიზიონში თავს კარგად გრძნობს
მაკგრეგორის აგენტი - კონორი ნახევრადსაშუალო წონით დივიზიონში თავს კარგად გრძნობს

კონორ მაკგრეგორს აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში სამ წონით კატეგორიაში აქვს ნაბრძოლი. ცნობილი ირლანდიელი ოქტაგონს იანვარში დაუბრუნდა და ნახევრადსაშუალო (welterweight) წონაში დონალდ „კოვბოი“ სერონე 40 წამში შთამბეჭდავი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

კონორის მენეჯერი აუდი ატარი აცხადებს, რომ ირლანდიელი ნახევრადსაშუალო წონით დივიზიონში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს, თუმცა მიუხედავად ამისა, ასევე აქვს გეგმები მსუბუქ (lightweight) წონაში.

„მივიჩნევ, რომ კონორი ამ წონით დივიზიონში თავს ძალიან კარგად გრძნობს, თუმცა უდავოა, რომ ჩვენ გაგვაჩნია დიდი მიზნები, რომლებიც მსუბუქ წონით დივიზიონსაც ეხება. მე მიმაჩნია, რომ დონალდთან გამართული ბრძოლის შემდეგ, კონორმა დაამტკიცა, რომ ამ წონით კატეგორიაში ძალიან სახიფათო ძალას წარმოადგენს.”