მაკგრეგორიმ ნეიტ დიასთან მესამე ჩხუბი დაგეგმა
მაკგრეგორიმ ნეიტ დიასთან მესამე ჩხუბი დაგეგმა

MMA-ის მებრძოლმა – კონორ მაკგრეროგრმა განაცხადა, რომ ნებისმიერი გარემოების მიუხედავად, ნეიტ დიასთან მისი მესამე ბრძოლა აუცილებლად გაიმართება. ისინი აქამდე ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ 2016 წელს და თითო გამარჯვება მოიპოვეს.

„ნეიტ დიასი ყოველთვის იღებდა ჩემგან რევანშის შესაძლებლობას, – განუცხადა მაკგრეგორმა The Mac Life-ს. – მიუხედავად ყველაფრისა, ეს ბრძოლა შედგება. მან მომცა განმეორებითი ბრძოლის შესაძლებლობა, მეც იგივეთი ვუპასუხებ. არ ვიცი ეს როდის მოხდება, მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ამ ტრილოგიას დავასრულებთ.“

6 ოქტომბერს, მაკგრეგორი მჩატე წონაში UFC-ის ჩემპიონის ტიტულისთვის რუს ჰაბიბ ნურმაგომედოვს შეხვდება. ორთაბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება.