მაკგრეგორი ტაისონის მარიხუანაზე - პატივი იყო მისი გასინჯვა
მაკგრეგორი ტაისონის მარიხუანაზე - პატივი იყო მისი გასინჯვა

მჩატე წონაში UFC-ის ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი ირლანდიაში შეხვდა კრივში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს მაიკ ტაისონს.

როგორც MMA-ის მებრძოლმა აღნიშნა, მოხარული იყო მასსა და მაიკს შორის არსებული გაუგებრობის მოგვარებით, აგრეთვე, სათანადოდ შეაფასა მარიხუანა, რომელიც მაიკ ტაისონს მოჰყავს საკუთარ რანჩოზე. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის დეკემბერში, ტაისონმა კალიფორნიაში შეიძინა 16 ჰექტარი მიწა მარიხუანას მოსაყვანად.

„გუშინ საღამოს მაიკ ტაისონს დუბლინში შევხვდი“, – დაწერა თავის „ტვიტერზე“ მაკგრეგორმა. – „მე პატივს ვცემ და მიყვარს მაიკი“. მაიკ, შენ წარსულში რაღაც ილაპარაკე ჩემზე. მოხარული ვარ, რომ პირისპირ გესაუბრე, მოვაგვარეთ ყველაფერი და ვიმხიარულეთ. მარიხუანა, რომელიც შენს რანჩოზე მოგყავს, მართლაც კარგია. პატივი იყო ჩემთვის მისი გასინჯვა. გისურვებ შენ და შენს გუნდს ყველაფერს საუკეთესოს ამ მისწრაფებაში.
უბრალოდ, გახსოვდეს, თუ ვინმე ცდილობს შენს დაჩაგვრას, გაუტეხე მას ცხვირი. შენ საბრძოლო ხატი ხარ და იმსახურებ უსაზღვრო სიყვარულსა და პატივისცემას. ჩემგან ასეთ სიყვარულს ყოველთვის მიიღებ.
ნურავის მისცემ საშუალებას, რაღაც წაგართვას. შენ არავის ვალი არ გაქვს. შენ თავად ფლობ ყველაფერს. ყოველთვის გახსოვდეს ამის შესახებ”.