მაკგრეგორი - სერონეს ნებისმიერ წონით კატეგორიაში დავამარცხებ
მაკგრეგორი - სერონეს ნებისმიერ წონით კატეგორიაში დავამარცხებ

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ყოფილმა ჩემპიონმა, ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა ამერიკელ დონალდ სერონესთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„ბედნიერი ვარ, რომ ვბრუნდები და დონალდს შევხვდები. ორთაბრძოლას მოუთმენლად ველოდები, – ციტირებს მაკგრეგორის სიტყვებს ESPN MMA.

ეს დიდებული ღამე იქნება, მე ვიბრწყინებ ჩემეული მაგიით, რომელიც არაერთხელ გინახავთ. სერონეს ნებისმიერ წონით კატეგორიაში დავამარცხებ, მე მასთან გრიპიანიც კი გავიმარჯვებ“, – განაცხადა კონორ მაკგრეგორმა.

ცოტა ხნის წინ, ამ მატჩთან დაკავშირებით დონალდ სერონემაც ისაუბრა: „თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მე 18 იანვარს ოქტაგონზე წასაგებად და მხოლოდ ფულის ასაღებად გავალ, ძალიან შემცდარხართ. მე არ ვარ ასეთი პიროვნება.

რეიტინგში კვლავ მე-4 ან მე-5 მებრძოლი ვარ. ამასთან ერთად მინდა გითხრათ, რომ 18 იანვარს მე საუკეთესო კონორს ველოდები. დარწმუნებული ვარ, რომ ის ბრძოლისთვის სათანადოდ მოემზადება.” – განაცხადა ამერიკელმა მებრძოლმა.

ირლანდიელსა და ამერიკელს შორის ორთაბრძოლა 18 იანვარს, ლას ვეგასში გაიმართება.

 

დატოვე კომენტარი