მაკგრეგორი რამდენიმე დღის წინ კიევში იმყოფებოდა (ვიდეო)

ორი დღის წინ აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ცნობილი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი უკრაინის დედაქალაქში იმყოფებოდა. ირლანდიელი კიევში საკუთარი სპონსორის, „პარიმატჩის“ მოწვევით იმყოფებოდა. კონორმა შერეული ორთაბრძოლების ახალი აკადემია მოინახულა და ახალგაზრდა სპორტსმენებთან საუბარი გამართა.

„უკრაინას კრივის ტრადიციულად ძალიან ძლიერი სკოლა აქვს. ამ შესანიშნავ ახალ დარბაზში კი თქვენ გაქვთ შესანიშნავი საშუალება, რომ ჩემპიონებად გაიზარდოთ. ასეთი პირობები რომ მქონოდა, ალბათ სამი დივიზიონის ჩემპიონი ვიქნებოდი“, – განაცხადა კონორმა.