მაკგრეგორი ოქტაგონს მარტში დაუბრუნდება
მაკგრეგორი ოქტაგონს მარტში დაუბრუნდება

UFC-ს ყოფილი ჩემპიონის კონორ მაკგრეგორის მწვრთნელის – ჯონ კავანას განცხადებით, ირლანდიელი ოქტაგონს, მომავალი წლის მარტში დაუბრუნდება.

„ჯერ არ ვიცით, ხაბიბ ნურმაგომედოვს შეხვდება თუ სხვა მეტოქეს, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ კონორი მომდევნო ბრძოლას 16 მარტს გამართავს. 17 მარტი წმინდა პატრიკის ხსენების დღეა. წარმოიდგინეთ ბრძოლა ნიუ იორკში, წმინდა პატრიკის დღის წინ, ეს საოცარი სანახაობა იქნება. გვაქვს რაღაც ვარიანტები ზაფხულშიც. შესაძლებელია მომავალმა ორთაბრძოლამ ზაფხულამდეც გადაიწიოს.“ – განაცახადა კავანამ.

შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორმა ბოლო ბრძოლა ხაბიბ ნურმაგომედოვთან წააგო. ირლანდიელმა  რევანშის აღების სურვილი უკვე გამოთქვა.