მაკგრეგორი ხუთ მილიონს მიიღებს, სერონე - ორ მილიონს
მაკგრეგორი ხუთ მილიონს მიიღებს, სერონე - ორ მილიონს

ცნობილი გახდა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ტურნირის – UFC246-ის მთავარი ბრძოლის ჰონორარები.

ამ შეხვედრაში ერთმანეთს ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი და ამერიკელი დონალდ სერონე დაუპირისპირდებიან. საბოლოო შედეგის მიუხედავად, მაკგრეგორი 5 მილიონ დოლარს მიიღებს, სერონე – 2 მილიონს. აღვნიშნავთ, რომ ამ თანხებში არ შედის პროცენტები ფასიანი ტრანსლიაციებიდან და სასპონსორო კონტრაქტებიდან.

„კოვბოისთვის“ (სერონეს მეტსახელი) ეს სარეკორდო ჰონორარია კარიერაში. ხაბიბ ნურმაგომედოვთან ბოლო ბრძოლის შემდეგ, მაკგრეგორის ჰონორარიც გაიზარდა – მაშინ ირლანდიელმა სამი მილიონი დოლარი მიიღო.

მაკგრეგორისა და სერონეს ბრძოლა 18 იანვარს, ლას ვეგასში გაიმართება.