მაკგრეგორი ინსტაგრამზე - უფალო იესო, გადაარჩინე იტალია
მაკგრეგორი ინსტაგრამზე - უფალო იესო, გადაარჩინე იტალია

მსოფლიო უკვე რამდენიმე კვირაა ახალი ცხოვრების წესს შეეგუა. კორონავირუსის პანდემიამ პლანეტის თითქმის ყველა კუთხეში შეაღწია. ბევრ ქვეყანაში სავალალო მდგომარეობაა. ყველაზე მძიმე სურათი იტალიაშია, სადაც კორონავირუსით 5000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. დაინფიცირებულთა რიცხვმა კი 59 000 გადააჭარბა. ეს რიცხვები ყოველდღიურად იზრდება.

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ცნობილი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი ამ მძიმე დროს იტალიელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„მხოლოდ იტალიაზე ვფიქრობ. ყოველ დღე ვლოცულობ ამ შესანიშნავი ერისთვის, რომელმაც მსოფლიოს უამრავი საოცარი რამ აჩუქა. საოცარი ხალხი, კულტურა, არქიტექტურა, დიზაინი და მრავალი სხვა. ეს განსაკუთრებული სტილია! მათი სამზარეულო! ეს ხომ ხელოვნებაა! უფალო იესო, გთხოვ, გადაარჩინე იტალია და იტალიელი ხალხი.