მაკგრეგორი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ეგიდით რვა ბრძოლას გამართავს
მაკგრეგორი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ეგიდით რვა ბრძოლას გამართავს

შერეული ორთაბრძოლების ვარსკვლავმა, ირლანდიელმა კონორ მაკგრეგორმა, აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატთან (UFC) რვა ბრძოლაზე გააფორმა კონტრაქტი, – იტყობინება ESPN. UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითის თქმით, შეთანხმებამდე მისვლა რთული არ ყოფილა.

„კონორ მაკგრეგორთან კონტრაქტის გაფორმება სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან ვიცით მისი ფასი“, – აღნიშნა უაითმა.

შეგახსენებთ, რომ 6 ოქტომბერს მაკგრეგორი პირველ ბრძოლას ჩაატარებს ორწლიანი პაუზის შემდეგ – ლას ვეგასში UFC229-ს ტურნირის რანგში შეხვდება რუს ხაბიბ ნურმაგომედოვს.