მაკედონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს უნგრეთის ხელისუფლებამ თავშესაფარი მისცა
მაკედონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს უნგრეთის ხელისუფლებამ თავშესაფარი მისცა

მაკედონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ნიკოლა გრუევსკის უნგრეთის ხელისუფლებამ თავშესაფარი მისცა. ინფორმაციას გამოცემა Magyar Idok-ი ავრცელებს.

გრუევსკი მაკედონიის მთავრობას 10 წლის განმავლობაში, 2016 წლამდე ხელმძღვანელობდა. მას კორუფციაში დასდეს ბრალი და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა გრუევსკიმ ქვეყანა დატოვა.

მაკედონიის ხელისუფლებას ნიკოლა გრუევსკის დაპატიმრების ორდერიც აქვს გაცემული.

ნაციონალისტ ნიკოლა გრუევსკის 2017 წლის არჩევნებში მხარს უჭერდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი.