მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვინც მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს მხარს დაუჭერს, მაკედონურ პომიდორს გავუგზავნით
მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვინც მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს მხარს დაუჭერს, მაკედონურ პომიდორს გავუგზავნით

ყველას, ვინც მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარს დაუჭერს, ფოსტით მაკედონურ პომიდორს გავუგზავნით, – ეს განცხადება მაკედონიის საგარე საქმეთა მინისტრმა ნიკოლა დიმიტროვმა Twitter-ით გააკეთა.

„მზად ვართ, ფოსტით გავუგზავნოთ მაკედონური პომიდორი. ეს მსოფლიოში ყველაზე გემრიელი პომიდორია“, – წერს მაკედნიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიკრობლოგის საკუთარ გვერდზე.

ევროკავშირის საბჭო ორგანიზაციის გაფართოების შესახებ ხვალ დაგეგმილ შეკრებაზე იმსჯელებს. მაკედონიის ევროკავშირსა და ნატო-ს გაწევრიანების პროცესი ქვეყნის სახელწოდებასთან დაკავშირებული დავის გამო ფერხდებოდა. საბერძნეთთან დავის მოგვარება 17 ივნისს მოხერხდა. შეთანხმების მიხედვით, მაკედონიამ სახელწოდება შეიცვალა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა გახდა.