მაკდევიდმა და დრაიზაიტლმა ლემიესა და იაგრის მიღწევა გაიმეორეს
მაკდევიდმა და დრაიზაიტლმა ლემიესა და იაგრის მიღწევა გაიმეორეს

ჰოკეის ეროვნული ლიგის მორიგ სათამაშო დღეს, „ედმონტონმა“ გასვლითი შეხვედრა მოუგო „ვეგასს“ – 4:2.

„ოილერზის“ ფორვარდები – ლეონ დრაიზაიტლი და კონორ მაკდევიდი ისევ არ გასულან მოედნიდან დაგროვილი ქულების გარეშე. დრაიზაიტლმა სამი საგოლე პასი მიითვალა, მაკდევიდმა კი ორი გოლი გაიტანა.

ამ მომენტისთვის, ეს ჰოკეისტები ლიდერობენ NHL-ის ბომბარდირთა სიას: დრაიზაიტლს 47 ქულა აქვს, მაკდევიდს – 46. ორივეს 25-25 მატჩი აქვს ჩატარებული.

როგორც Sportsnet-მა გაარკვია, დრაიზაიტლი და მაკდევიდი პირველი წყვილია ბოლო 24 წლის განმავლობაში, რომლის წევრებმაც სეზონის პირველ 25 მატჩში მინიმუმ 45 ქულა დააგროვეს. ბოლოს ასეთი რამ შეძლეს მარიო ლემიემ და იარომირ იაგრმა 1995-96 წლების სეზონში, როცა ისინი „პიტსბურგის“ რიგებში თამაშობდნენ.