მაკარიძის დიდი აღიარება - ქართველი პორტუგალიის წლის სიმბოლურშია
მაკარიძის დიდი აღიარება - ქართველი პორტუგალიის წლის სიმბოლურშია

გიორგი მაკარიძე პორტუგალიის პრიმიერა ლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – საქართველოს ნაკრებისა და „ვიტორია სეტუბალის“ მეკარე whoscored.com-მა გამოარჩია.

ეს არის ფეხბურთის სტატიტიკისა და ანალიტიკის გვერდი, სადაც ყველა მატჩის შემდეგ ევროპის გამორჩეული ლიგების მოთამაშეებს შეფასებებს უწერენ. გიორგიმ სეოზნის განმავლობაში 10-ბალიან სისტემაში 6,8 ქულა დააგროვა და ცნობილ მეკარეებს გადაასწრო.

30 წლის გოლკიპერს პორტუგალიის დასრულებულ ჩემპიონატში შესანიშნავი სეზონი ჰქონდა – „ვიტორია სეტუბალის“ ძირითადი მეკარე იყო და 38 მატჩიდან 37 ჩაატარა, ერთი კი დისკვალიფიკაციამ გამოატოვებინა. მაკარიძე ლიგის რეკორდსმენი გახდა, რადგან 14 მატჩი ისე დაასრულა, გოლი არ გაუშვია, რაც მსგავსი დონის გუნდისთვის მიღწევაა.