მაკარიძეს გრანდში იწვევენ - პორტუგალიური გამოცემა შესაძლო ტრანსფერზე წერს
მაკარიძეს გრანდში იწვევენ - პორტუგალიური გამოცემა შესაძლო ტრანსფერზე წერს
გიორგი მაკარიძით პორტუგალიური გრანდი დაინტერესდა. გამოცემა „ა ბოლას“ ინფორმაციით, 29 წლის ქართველი მეკარე ლისაბონის „სპორტინგის“ მოკლე სატრანსფერო სიაშია.
„ყველამ იცის, რომ „ვიტორია სეტუბალის“ გოლკიპერი ერთ-ერთი იშვიათთაგანია, რომელიც გუნდის ადმინისტრაციას ყველაზე მეტად ახარებს“ – წერს „ა ბოლა“.
პოპულარული პორტუგალიური გამოცემა ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მაკარიძე მზად არის, პრესტიჟული პორტუგალიური საფეხბურთო კლუბის მაისური მოირგოს. იმის მიუხედავადაც კი, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ ექნება.
ეს პირველი პორტუგალიური გრანდია არა არის, რომელიც 29 წლის ქართველი მეკარით დაინტერესდა. გიორგი მაკარიძეს ლისაბონის „ბენფიკა“ და „პორტუ“ იწვევდნენ. მან კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, მერე იყო ფრანგული „ლე-მანი“, კვიპროსული „დოქსა კატოკოპიასი“, ხოლო „ვიტორია სეტუბალამდე“ სამი პორტუგალიური კლუბის ფორმა მოირგო – „ფერეირენსეს“, „მორეირენსესა“ და „რიუ ავესი“.
მაკარიძემ მიმდინარე სეზონში პრიმეირალიგის 10 მატჩიდან 7 ისე ჩააატარა, რომ ბურთი არ გაუშვია და ამ მაჩვენებლით მთელს ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული მეკარეა. მაკარიძე ამბიციურია, რაზეც სეზონის დასაწყისში მის მიერ გაკეთებული განცახდება მეტყველებს, რომ სურს პორტუგალიის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე გახდეს.
„ტრანსფერმარკტის“ ვებგვერდის თანახმად, მეკარის საბაზრო ღირებულება 1,2 მილიონი ევროა, ხოლო 2017 წლის ზაფხულში, როდესაც მან „მორეირენსეში“ თამაშის დროს ეს მაჩვენებელი 1,5 მილიონი ევრო იყო.