მაკარიძეს „ალმერია“ იწვევს
მაკარიძეს „ალმერია“ იწვევს

გიორგი მაკარიძეს ესპანეთში იწვევენ – პორტუგალიური „ვიტორია სეტუბალისა“ და საქართველოს ნაკრების მეკარეს სეგუნდა დივიზიონის „ალმერიაა“ იწვევს.

„ალმერია“ წინა სეზონში ლა ლიგაში გადასასვლელად ბოლო მომენატმდე იბრძოდა, მაგრამ პლეი-ოფში „ჟირონასთან“ დამარცხდა და კვლავ რანგით მეორე ლიგაში ითამაშებს.

მაკარიძის შესახებ ინფორმაცია გამოცემა „დარიო დე ალმერიამ” გაავრცელა, რომლიც ამტკიცებს, რომ „ალმერიას“ მეკარის პოზიციაზე 30 წლის გამოცდილი ქართველი მეკარის დამატება სურს, რომლის სატრანსფერო ფასიც „ტრანსფერმარკტის“ შეფასებით 1,5 მილიონი ევროა.

„ალმერია“ ქართველი მეკარით დაინტერესებული ერთადერთი გუნდი არაა. აგვისტოს შუა რიცხვებში თურქულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ გიორგი მაკარიძეს თურქეთის სუპერლიგაში გადასული „ერზრუმი“ იწვევდა.

მაკარიძემ „ვიტორია სეტუბალში“ გასულ სეზონში 32 მატჩი ჩაატარა და 13-ჯერ კარი უგოლოდ შეინახა. 30 წლის მეკარე საერთაშორისო ვებგვერდმა „გოლპოინტმა“ პორტუგალიის ჩემპიონატის წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.