მაკარიძემ „რიუ ავესთან“კონტრაქტი გაწყვიტა
მაკარიძემ „რიუ ავესთან“კონტრაქტი გაწყვიტა

გიორგი მაკარიძემ „რიო ავესთან“ კონტრაქტი გაწყვიტა – ინფორმაციას პორტუგალიური კლუბის პრეს-სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა.

რიუ ავეს“ ცნობით,. ამ გადაწყვეტილებამდე მხარეები შეთანხმების საფუძველზე მივიდნენ და საქართველოს ნაკრების მეკარე თავისუფალი აგენტი გახდა.

28 წლის მეკარე „რიო ავეში“ 2018 წლის დასაწყისში ჩაირიცხა და თავიდან ბრაზილიელი კონკურენტის ჩრდილში იყო. შარშან სექტემბერში კი დაშავდა და ოპერაცია გაიკეთა. შედეგად გუნდს ნოემბერში დაუბრუნდა და პორტუგალიელებს მხოლოდ ორჯერ დაეხმარა. ამდენად, მისი წამოსვლა ლოგიკური იყო.

ზამთრის მოსამზადებელი ეტაპი რამდენიმე ქართველისთვის უიღბლო გამოდგა. ახალი გუნდების ძებნა უხდებათ ნაკრების პირველ მეკარე გიორგი ლორიას, შემტევ ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს, ხოლო ეს პრობლემა ორიოდე დღის წინ ვაკო გვილიამ და ჯანო ანანიძემ მოაგვარეს – პირველი „ლუცერნიდან“ პოლონურ „გურნიკში“ გადავიდა, ხოლო ანანიძე – მოსკოვის „სპარტაკიდან“ სამარის „კრილია სოვეტოვში“.

სად ითამაშებს საქართველოს ნაკრების მეკარე, ჯერ უცნობია.