მაკარიძე პორტუგალიის სიმბოლურშია
მაკარიძე პორტუგალიის სიმბოლურშია

7,0 ქულა 10-ბალიან სისტემაში და ტურის სიმბოლური ნაკრები – ასეთი წარმატებული აღმოჩნდა გიორგი მაკარიძისთვის პორტუგალიის ჩემპიონატის მორიგი ტური, სადაც საქართველოს ნაკრების მეკარე ბევრისთვის მოულოდნელად დაასახელეს.

მაკარიძის გუნდი „ვიტორია სეტუბალი“ „პრიმეირა ლიგის“ 30-ე ტურში საკუთარ მოედანზე „პაკოშ დე ფერეირასთან“ 2:3 დამარცხდა, თუმცა, სამი გაშვებული გოლის მიუხედავად, გამოცემა „გოლპოინტმა“ ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელა.

„გიორგი მაკარიძე, „ვიტორია სეტუბალი“, შეფასება 7,0 ქულა – მასპინძლები 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ მეტოქეს თამაშის შემოტრიალების უფლება მისცეს. „ვიტორია სეტუბალში“ საუკეთესო მაკარიძემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა გუნდს დამარცხება თავიდან აეცილებინა. მან ხუთი სეივი შეასრულა, კიდევ ოთხი რთული დარტყმა მოიგერია და კარიდან სამჯერ ეფექტურად გამოვიდ“ – წერს „გოლპოინტსი“.