მაკარიძე პორტუგალიის საუკეთესოებში - ქართველი ბოლო მატჩის გმირია
მაკარიძე პორტუგალიის საუკეთესოებში - ქართველი ბოლო მატჩის გმირია

გიორგი მაკარიძე პორტუგალიის პრიმეირა ლიგის (უმაღლესი დივიზიონი) სამ საუკეთესო მეკარეს შორის მოხვდა. რჩეულები ოქტომბერ-ნოემბრის თვეში ნაჩვენები შედეგების მიხედვით დაასახელეს.

გამოკითხვა ავტორიტეტულია, რადგან მასში პორტუგალიის პრიმეირა ლიგის გუნდების მთავარი მწვრთნელები მონაწილეობენ.

საქართველოს ნაკრების მეკარის დასახელება შემთხვევითი არაა. მაკარიძემ მიმდინარე სეზონში 13 შეხვედრა ჩაატარა და შვიდჯერ თამაში ისე დაასრულა, გოლი არ გაუშვია. უკეთესი მაჩვენებლები მხოლოდ ორ მეკარეს აღმაოჩნდა: „პორტუსა“ და არგენტინის ნაკრების კიპერ აუგუსტინ მარჩესინს, რომელმაც რვა„მშრალი“ თამაში ჩაატარა და ხმების დააახლოებით 38 პროცენტი მიიღო, ასევე „ბენფიკასა“ და საბერძნეთის ნაკრების მეკარე ოდისეას ვლახოდიმოსს, რომელმაც ცხრა შეხვედრაში არ გაუშვია და 27% მიიღო. გიორგი მაკარიძემ კი ხმების 11 პროცენტი დააგროვა.

გიორგის მიღწევა იმითაა დასაფასებელი, რომ „პორტუსა“ და „ბენფიკას“ მეკარეებისგან განსხვავებით, ის ერთ-ერთ აუტსაიდერ გუნდში თამაშობს. 29 წლის ქართველმა მეკარემ თავი ბოლო ტურშიც გამოიჩინა. გასვლაზე „ვიტორია სეტუბალმა“ „პაკო დე ფერეირა“ 2:3 დაამარცხა, გიორგი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.