მაკარიძე FIFA 20-მაც აღიარა - ქართველი პორტუგალიაში მეორეა
მაკარიძე FIFA 20-მაც აღიარა - ქართველი პორტუგალიაში მეორეა

ბრიტანული გამოცემის, „დეილი სთარის“ ცნობით, „ფიფა 20“-მა პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში თითოეული პოზიციის მიხედვით საუკეთესო მოთამაშეების მონაცემები გამოაქვეყნა, სადაც გიორგი მაკარიძე სათადარიგოთა ნაკრებში მოხვდა.

პოპულარული თამაში გარკვეული პერიოდის შემდეგ მოთამაშეთა მონაცემებს შედეგების მიხედვით ანახლებს. ამჯერად, პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მეკარეებში საუკეთესო მონაცემები ლისაბონის „ბენფიკას“ ბერძენი მეკარეს, ოდისეი ვახოდიმოსს აღმოჩნდა, ხოლო მეორე ადგილზე საქართველოს ნაკრებისა და „ვიტორია სეტუბალის“ კიპერი, გიორგი მაკარიძეა.

FIFA 20-ს მონაცემები მუდმივად განახლებადია, ისევე როგორც მოთამაშეთა სატრანსფერო ფასები და მასში ამა თუ იმ ფეხბურთელის თუ მეკარის პროგრესი და რეგრესი მეტ-ნაკლები სიზუსტით ფიქსირდება.

გიორგი მაკარიძისთვის მიმდინარე სეზონი კარიერაში საუკეთესოა. ის რამდენჯერმე პორტუგალიის პრიმეირა ლიგის ტურის საუკეთესო მეკარედ აღიარეს, ერთხელ კი თვის საუკეთესოდ.