მაკარიძე ესპანურ „ალმერიას“ შეუთანხმდა - კონტრაქტი მალე გაფორმდება
მაკარიძე ესპანურ „ალმერიას“ შეუთანხმდა - კონტრაქტი მალე გაფორმდება

უახლოეს საათებში ესპანეთის ლა ლიგა 2-ის „ალმერია“ ახალი მოთამაშის დამატებას განაცხადებს, ეს ახალწვეული ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე იქნება – ინფორმაციას ესპანური გამოცემა „დიარიო ალმერია“ ავრცელებს.

„მაკარიძე, რომელიც თავის კლუბს, „ვიტორია სეტუბალს“ უკვე დაემშვიდობა, საქართველოს ნაკრების მეკარეა. 30 წლის კიპერმა თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის ფორმით 14 ოფიციალური მატჩი ჩაატარა,“ – წერს ესპანური გამოცემა.

გიორგი მაკარიძემ პროფესიული კარიერა თბილისის „დინამოში“ (2006-2008) დაიწყო. შემდეგ იყო ფრანგული „ლე მანი” (2008-2013), ერთი წლით იჯარა კვიპროსში, „დოქსა კატოკოპიაში” (2014) – ამის შემდეგ დაიწყო პორტუგალიური პერიოდი – ჯერ „ფეირეინსეში“ (2014-2016) გამოდიოდა, მერე – „მორეინენსეში“ (2016-2018), სადაც პორტუგალიის ლიგის თასი მოიგო (2017). საქართველოს ნაკრების მეკარე ასევე „რიო ავეში“ (2018-2019) თამაშობდა.

ვიტორია სეტუბალში“ გატარებული პერიოდი გიორგისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა, რადგან სეზონის ბოლოს პრიმეირა ლიგის წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. ამან მისი ფასი გაზრადაინტერნეტ-პორტალტრანსფერმარკტის“ ცნობით, მაკარიძის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 1,5 მილიონი ევროა. „ალმერიას“ სასწრაფოდ მეკარე დასჭირდა, რადგან პირველი ნომერი, 36 წლის გამოცდილი რენე რომანი იჯარით ლა ლიგა 2-ის „პონფერადინაში“ გაუშვეს.