„მაკაბის“ მწვრთნელი - ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ „დინამოსგან“ ბოლოს გოლი გავუშვით #1TVSPORT
„მაკაბის“ მწვრთნელი - ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ „დინამოსგან“ ბოლოს გოლი გავუშვით #1TVSPORT

ჰაიფას „მაკაბის“ მთავარმა მწვრთნელმა ბარაკ ბახარმა კონფერენციათა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისთან“ პირველი მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა 2:1 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გასვლის მშვენიერი შანსი მიიღო.

თუმცა, მოგების მიუხედავად, ისრაელის ჩემპიონის მწვრთნელი კმაყოფილი არ ჩანდა და ამის მიზეზებზეც ილაპარაკა.

„შეხვედრის ბოლოს გაშვებული გოლით ძალიან იმედგაცრუებული ვარ. უამრავი საგოლე მომენტი გვქონდა და თამაშს ვაკონტროლებდით. მაგრამ მეორე ტაიმში იყო ეპიზოდები, როდესაც არ ვაქტიურობდით. ჩვენ უბრალოდ შეგვეძლო ზემოქმედება მოგვეხდინა და თამაში გაგვემარტივებინა. ამის მიზეზი ისაა, რომ მოსამზადებელ ეტაპზე ვართ. მთავარია, რომ „ყაირატთან“ წაგებული ბოლო თამაშის შემდეგ, ეს გამარჯვება ძალიან გვინდოდა. და მიზანს მივაღწიეთ“, – თქვა თამაშის შემდეგ ბარაკ ბაჰარმა.

„მაკაბის“ მწვრთნელმა გუნდის საკადრო პრობლემებიც ახსენა.

„კვირას, 25 ივლისს მნიშვნელოვანი თამაში გველის, ისრაელის სუპერთასისთვის თელ-ავივის „მაკაბის“ შევხვდებით. ცუდი ამბავი ისაა, რომ მუჰამედ აბუ ფანიმ მეორე ყვითელი მიიღო, რის გამოც ხუთშაბათს განმეორებით მატჩს გამოტოვებს. ასევე, არ გვეყოლება დისკვალიფიცირებული ალი მუჰამედი და ნეტა ლავი, რომელიც დღეს დაშავდა“.

„დინამო თბილისი“ ჰაიფას „მაკაბისთან“ კონფერენს-ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას 29 ივლისს ისრაელში გამართავს.