„მაკაბიმ“ „რეალს“ დაძაბულ ბრძოლაში სძლია – ევროლიგის მატჩების ვიდეომიმოხილვა
საკალათბურთო ევროლიგაზე მორიგი შეხვედრები გაიმართა. თელ ავივის „მაკაბიმ“ საკუთარ არენაზე მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და გამარჯვების მოპოვება დაძაბულ ბრძოლაში შეძლო (86:84). აღსანიშნავია, რომ სამეფო კლუბმა „ევროლიგაზე“ ჩატარებული ბოლო 4 მატჩიდან 3 დათმო.
„მაკაბის“ შემადგნელობაში ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ტაილერ დორსიმ, მის ანგარიშზე 30 ქულაა. 11 ქულა მიითვალა ოტელო ჰანტერმა.
„რეალის” რიგებში საუკეთესო 20 ქულით ტრეი ტომპკინსი გამოდგა. 15 ქულა დააგროვა ვალტერ ტავარესმა.
ზენიტი-ანადოლუ ეფესი 85:78
https://youtu.be/r8UpQ3D5DCM
პანათინაიკოსი-ხიმკი 94:78
https://youtu.be/YS4u7a1_TMc
ლიონი-ვალენსია 90:77
https://youtu.be/KFcSVdUO9PY
ოლიმპია მილანო-ბაიერნი 75:51
https://youtu.be/jW9luD3VGXY