„მაკაბიმ“ „ფენერბახჩეს“ სძლია, „ოლიმპიაკოსმა“ სტუმრად „ცე ეს კა“ დაამარცხა (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე მეხუთე ტურის დარჩენილი 5 შეხვედრა გაიმართა. თელ ავივის „მაკაბიმ” საკუთარ არენაზე თურქეთის „ფენერბახჩეს“ უმასპინძლა და მეტოქეს დამაჯერებელი ანგარიშით 67-55 სძლია. გამარჯვებულ გუნდში ყველაზე შედეგიანი 13 ქულით ომსრი კასპი გამოდგა. 10 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა ტერიკ ბლეკმა. „ფენერბახჩეს“ რიგებში კი ყველაზე მეტი 13 ქულა ნანდო დე კოლოს ანგარიშზეა.

ცე ეს კა – ოლიმპიაკოსი 79-84

ჟალგირისი – ზენიტი 70-82 (ოვერტაიმი)

ბაიერნი – რეალი 95-86

ბარსელონა – ვალენსია 83-77