„მაკაბიმ“ ამარე სტაუდმაიერი დაიმატა
„მაკაბიმ“ ამარე სტაუდმაიერი დაიმატა

ევროლიგის მონაწილე „მაკაბიმ“ სეზონის ბოლომდე გაიფორმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი ვარსკვლავი ამარე სტაუდმაიერი, – წერს თელავივური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

სტაუდმაიერის ბოლო კლუბი იყო ჩინური „ფუძიანი“. „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ექვსგზის მონაწილე პირველად ცდის ძალებს ევროლიგაში.

„მაკაბის“ მადლიერი ვარ ამგვარი შესაძლებლობისთვის. ბედნიერი ვარ ისრაელში თამაშით, რადგან მიყვარს ეს ადგილი. გამიჩნდა შანსი ვითამაშო ევროპის უმაღლეს დონეზე. ეს ოცნების ასრულებაა“, – განაცხადა სტაუდმაიერმა.