მაკა ბოჭორიშვილი - იმედი მაქვს, რობერტა მეცოლას პრეზიდენტობის პერიოდში ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება
მაკა ბოჭორიშვილი - იმედი მაქვს, რობერტა მეცოლას პრეზიდენტობის პერიოდში ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება

სტრასბურგში გამართულ ზამთრის პლენარულ სესიაზე ევროპარლამენტმა პრეზიდენტად, 458 ხმით, მალტელი პოლიტიკოსი, რობერტა მეცოლა აირჩია.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი რობერტა მეცოლას ულოცავს ევროპარლამენტის პრეზიდენტის პოსტზე არჩევას და იმედს გამოთქვამს, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„იმედი მაქვს, ქალბატონი რობერტა მეცოლას პრეზიდენტობის პერიოდში ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ ევროპარლამენტის ახლად არჩეულ პრეზიდენტს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპარლამენტის ზამთრის სესიის პირველი პლენარული სხდომა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დევიდ მარია სასოლის ხსოვნის პატივსაცემად გამართული ღონისძიებით გაიხსნა, სადაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, ლევან ქარუმიძესთან ერთად, იმყოფებოდა.

„გასულ წელს რამდენჯერმე მქონდა შესაძლებლობა და პატივი შევხვედროდი ბატონ სასოლის, საქართველოს მეგობარს და ქომაგს. ევროპარლამენტისთვის და მთლიანად ევროპისთვის დიდი დანაკლისი იქნება ნამდვილი ევროპელის, ევროპული ღირებულებების მტკიცე დამცველის დაკარგვა. დავიდ სასოლის ხსოვნას გუშინ ევროპარლამენტარებთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ერთად პატივი მიაგეს იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ენრიკო ლეტამ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.