მაისურაძისა და სანებლიძის ბრინჯაოს მედლები პარიზის გრანდ სლემზე [ვიდეო] #1TVSPORT

პარიზში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს სამი ქართველი ასპარეზობდა და სამივე მათგანმა მედლის მოპოვება შეძლო. ფინალურ ბლოკში 90კგ-ში მოასპარეზე ლუკა მაისურაძემ ფრანგი ძიუდოისტი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. იმავე სინჯის მედლის მოპოვება შეძლო ონისე სანებლიძემაც (100კგ), რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ხორვატი სპორტსმენი დაამარცხა.

რამდენიმე წუთით ადრე ტურნირზე ტატო გრიგალაშვილმა (81კგ), რომელიც წონის და მთლიანად ტურნირის პირველი ნომერი გახლდათ, ფინალში იაპონელ სპორტსმენს, ტაკეში სასაკის შეხვდა და სამწუხაროდ, ორი ვაზარით დამარცხდა. გრიგალაშვილმა ზაგრების გრან პრის მოგების შემდეგ პარიზში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარიზის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მთლიანობაში კი ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედლის აღება შეძლო.