მაისურაძემ პარიზის გრანდ სლემზე გამოსვლა გამარჯვებეთ დაიწყო, ბექაური ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT
მაისურაძემ პარიზის გრანდ სლემზე გამოსვლა გამარჯვებეთ დაიწყო, ბექაური ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT

პარიზში მიმდინარე გრანდ სლემზე დღეს შვიდი მამაკაცი ძიუდოისტი გამოვიდა. ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ (90კგ).

ქართველმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, სადაც ლიბანელი კარამნობ საგაიპოვი გაფრთხილებებით დაამარცხა.

პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებულმა ლაშა ბექაურმა (ორივე 90კგ) კი დამატებით დროში ვაზარით ფრანგ მაქსიმ-გაელ ნგაიაპ ჰამბუსთან წააგო და ტურნირს დაემშვიდობა.

ცოტა ხნით ადრე გრანდ სლემზე პირველი შეხვედრები მოიგეს ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და გიორგი ბერიაშვილმა (100 კგ).

რაც შეეხება ქალთა შორის ჩვენს წარმომადგენელს, ელისო სისაურს (70 კგ), ის ტურნირიდან მოიხსნა.

პარიზში წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.