მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე (თავისუფალ ჭიდაობაში) ქართველმა ფალავანმა მირიან მაისურაძემ (92კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისათვის ბრძოლაში ქართველმა ბულგარელი აჰმედ ბატაევი დაძაბულ დაპირისპირებაში 11:10 დაამარცხა.

მაისურაძის გამარჯვება საქართველოს ნაკრებისთვის ტურნირზე მესამე მედალია. შეგახსენებთ რომ, გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები გენო პეტრიაშვილმა და ზურაბ იაკობიშვილმა მოიპოვეს.

ხვალ, 18 სექტემბერს, ტურნირის დასკვნით დღეს, ჩვენი ნაკრების წევრი, გივი მაჭარაშვილი მესამე ადგილისთვის იჭიდავებს.