მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ბრძოლა საგაიპოვს მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე, დღეს, მედლების მოსაპოვებლად ორი ქართველი – ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული ლუკა მაისურაძე (ორივე – 90კგ) იბრძვიან.

ტურნირის მეორე წრეში პირველი შეხვედრა უკვე ჩაატარა ლუკა მაისურაძემ. ქართველმა ძიუდოისტმა ლიბანელი საგაიპოვი შეხვედრის ბოლო წამებზე იპონით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მაისურაძის მეტოქე მეოთხედფინალში მონღოლი სპორტსმენი განტულგა იქნება.

მსოფლიო ჩემპიონატზე ასევე მეორე რაუნდიდან იასპარეზებს ლაშა ბექაურიც, რომელიც რამდენიმე წუთში იაპონელი კოსუკე მაშიამასთან იჭიდავებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი ოქროს მედალია, რომელიც გუშინ 81 კგ-ში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.