მაისურაძემ, ღვინიაშვილმა და სანებლიძემ ბაქოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT
მაისურაძემ, ღვინიაშვილმა და სანებლიძემ ბაქოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT

ბაქოში დასრულებულ გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს, ოთხი ქართველი სპორტსმენი გამოვიდა საჭიდაოდ. ტურნირის ფინალურ ბლოკში ლუკა მაისურაძემ (90 კგ), ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) და ონისე სანებლიძემ (100 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მეოთხე ქართველი, ახალგაზრდა მიხეილ ჯაფარიძე რეპეშაჟიდან გამოეთიშა გათამაშებას.

ღვინიაშვილმა მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში იაპონელი ტაჯიმა დაამარცხა, მაისურაძემ ყირგიზ შეროვს სძლია, სანებლიძემ კი აზერბაიჯანელ კარიმლის მოუგო.

ღვინიაშვილის ბრძოლა

 

მაისურაძის ბრძოლა

 

სანებლიძის ბრძოლა

 

შეგახსენებთ, რომ ბაქოს გრანდ სლემზე დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს მედალი იყო, რომლის მოპოვებაც ჯაბა პაპინაშვილმა შეძლო.