მაისურაძე კვიპროსის მოქალაქეობას მიიღებს
მაისურაძე კვიპროსის მოქალაქეობას მიიღებს

კვიპროსულ რადიო „სპორტ ფმ“-თან ინტერვიუში სუპერლიგის „ენოსისის“ 31 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ირაკლი მაისურაძემ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ კვიპროსის  მოქალაქეობის მიღების პროცედურა დაიწყო და მალე პასპორტს მიიღებს.

„რამდენიმე დღის განმავლობაში, ირაკლი მაისურაძემ შეავსო კვიპროსის მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელი დოკუმენტები, რაც მისთვისაც მნიშვნელოვანი მოვლენაა და „ენოსისისთვის“, რომლებიც პროცესის დასრულებას ელოდებიან. მაისურაძე კვიპროსში მეხუთე წელია თამაშობს“, – წერს „სპორტ ფმ“-ის ვებგვერდი.

ამავე დროს, „სპორტ ფმ“ ქართველი ფეხბურთელის ცხოვრებაზეც წერს: „გარდა სპორტული მხარისა, მაისურაძე დაქორწინებულია კვიპროსელზე, ქვეყანაში აქვს საოჯახო ბიზნესი და სრულყოფილად შეეგუა ჩვენს კუნძულს, სადაც სამუდამოდ დასახლებას და ცხოვრობას აპირებს. ის კვიპროსზე ცხოვრებით კმაყოფილია“.

ამავე დროს, რადიოს ვებგვერდმა მაისურაძის მიზანიც ახსენა: „ირაკლის თქმით, ეს მისი ოცნებაა, რადგან კვიპროსის მოქალაქეობას მიიღებს და კვიპროსის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებს, თუ ნაკრების მწვრთნელი ჩათვლის, რომ ის საამისოდ მზადაა“.

მაისურაძის კვიპროსის ნაკრებში თამაშის ძალიან საეჭვოა, რადგან 2011-2013 წლებში იყო საქართველოს ნაკრების წვერი და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების ფორმით ითამაშა. ასეთი ფეხბურთელის სხვა ნაკრებში გადასვლას კი ფიფა კრძალავს.