მაისურაძე და სულამანიძე იერუსალიმის მასტერსის ნახევარფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში მიმდინარე ძიუდოს მასტერსზე ორი ქართველი – ლუკა მაისურაძე (90 კგ) და ილია სულამანიძე (100 კგ) ნახევარფინალში იჭიდავებენ. ლუკამაც და ილიამაც მეოთხედფინალში ისრაელის წარმომადგენლები — პეტერ პალჩიკი და გიუ გურევიჩი დაამარცხეს. მაისურაძის მეტოქე ფინალში გასასვლელად ფრანგი მატიუ იქნება, რომელმაც ბექა ღვინიაშვილს სძლია. სულამანიძე ნახევარფინალში ემირატების სახელით გამომსვლელ აზერბაიჯანელ კოცოევს დაუპირისპირდება. ბექა ღვინიაშვილი რეპეჟაშიდან შეეცდება ბრინჯაოს მედლის მოპოვებას.

მასტერსზე გამომსვლელი ქართველი მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი (+78) რეპეშაჟში ფრანგ ფონტეინთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

ტურნირზე გამომსვლელი კიდევ სამი ქართველი — ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე და გიორგი ბერიაშვილი (სამივე – 100 კგ) ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ და შეჯიბრებას გამოეთიშნენ.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 სააზე დაიწყება.