მაისურაძე ბაქოს გრანდ სლემის ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს ხუთი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც ფინალურ ბლოკში მხოლოდ ერთ ძიუდოისტს ვიხილავთ. 90კგ-ში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ მეოთხედფინალში ყირგიზი შეროვი დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში იჭიდავებს. ფინალში გასასვლელად ქართველის მეტოქე შვედი მარკუს ნიმანი იქნება.

ბაქოს გრანდ სლემზე რეპეშაჟში დაასრულეს გამოსვლა მძიმეწონოსნებმა საბა ინანეიშვილმა და სოფიო სომხიშვილმა. გურამ თუშიშვილი (+100კგ) პირველივე დაპირისპირებაში ტურნირს მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილებით დაემშვიდობა. ასევე უმედლოდ დარჩა 100კგ-ში მოასპარეზე ახალგაზრდა ილია სულამანიძე. მერვედფინალში იგი უზბეკ ტურაბოევთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც გუშინ ბაქოს გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა.