„მაინცი“ იურგენ კლოპს მოუწოდებს, ტიმო ვერნერზე სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება
„მაინცი“ იურგენ კლოპს მოუწოდებს, ტიმო ვერნერზე სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება

გერმანული „მაინცის“ პრეს-სამსახურმა სოციალური ქსელის საშუალებით ხუმრობანარევი განცხადება გააკეთა და „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს მოუწოდა, „ლაიპციგის“ თავდამსხმელი ტიმო ვერნერი დროზე წაიყვანოს. ამის მიზეზი ის არის, რომ მიმდინარე სეზონში ვერნერმა „მაინცთან“ მატჩში ორჯერ შეასრულა ჰეთ-თრიკი.

„კლოპ, შეგიძლია, უკვე წაიყვანო ის?“ – წერია „მაინცის“ ოფიციალურ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც ცნობილია, მერსისაიდული კლუბი მართლაც გამოთქვამს გერმანელი ფორვარდის გადაბირების სურვილს და შანსი იმისა, რომ ვერნერი „ლივერპულში“ აღმოჩნდება, საკმაოდ დიდია.