მაიკლ ოლისეს სურვილია, მიმდინარე ზაფხულში მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გახდეს #1TVSPORT
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ერთ-ერთ ლიდერს, მაიკლ ოლისეს სურს, მიმდინარე ზაფხულში მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გახდეს, – ინფორმაციას ესპანელი ჟურნალისტი სანტი აოუნა ავრცელებს.
როგორც აოუნა წერს, მადრიდის „რეალის“ მიზანია, 2026 წლის ზაფხულში სატრანსფერო რეკორდი დაამყაროს. რამდენიმე კვირის წინ კლუბის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმაც აღნიშნა, რომ მადრიდში მზად არიან, ასეთი ტრანსფერი განახორციელონ. თავის მხრივ, „ბაიერნი“ არ აპირებს, გუნდის გამორჩეული ფეხბურთელი გაყიდოს.
მაიკლ ოლისე გასული საკლუბო სეზონის და მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია – მან მუნდიალზე ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
რაც შეეხება საკლუბო მონაგარს, „ბაიერნის“ რიგებში 24 წლის ოლისემ ყველა ტურნირზე 22 გოლი გაიტანა და 31 საგოლე გადაცემა მიითვალა.
🚨EXCL: ⚪️🇫🇷 #Liga |
✍️ Michael Olise veut rejoindre le Real Madrid CET ÉTÉ.
🏆 L’international français estime que c’est le club parfait pour continuer sa progression.
💰 Le Real Madrid souhaite réaliser un transfert record.
❗️Posture officielle du Bayern : Olise est… pic.twitter.com/kvy4PvBZu9
— Santi Aouna (@Santi_J_FM) July 15, 2026