მაიკლ ოლისე მსოფლიოს საუკეთესო შემტევი ფეხბურთელია, მბაპე TOP10-ის მიღმაა #1TVSPORT
მაიკლ ოლისე მსოფლიოს საუკეთესო შემტევი ფეხბურთელია, მბაპე TOP10-ის მიღმაა #1TVSPORT

„ბაიერნის“ გარემარბი მაიკლ ოლისე მსოფლიოს საუკეთესო შემტევი ფეხბურთელია სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრის (CIES Football Observatory) ვერსიით.

რეიტინგის შედგენისას ითვალისწინებდნენ ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა მომენტების დასრულება, დრიბლინგების რაოდენობა, საგოლე სიტუაციების შექმნა. ოლისეს საშუალო ინდექსმა 88.5 შეადგინა.

CIES-ის ვერსიით მსოფლიოს 10 საუკეთესო შემტევი ფეხბურთელი:

მაიკლ ოლისე (ბაიერნი) – 88,5

ლამინ იამალი (ბარსელონა) – 87,7

ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი) – 85

ვინისიუსი (რეალი) – 84,2

უსმან დემბელე (პსჟ) – 83,6

ბუკაიო საკა (არსენალი) – 83,1

მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 81,9

სავიო (მანჩესტერ სიტი) – 81,3

დეზირე დუე (პსჟ) – 81

ნოა ლანგი (ეინდჰოვენი) – 80,9

აღსანიშნავია, რომ მადრიდის „რეალის“ ფორვარდი კილიან მბაპე, რომელმაც ამ სეზონში 28 გოლი გაიტანა, აღნიშნულ რეიტინგში მე-11 ადგილზეა.