მაიკლ კიეზამ ნილ მაგნის შანსი არ დაუტოვა - ამ და სხვა ბრძოლების შედეგები
მაიკლ კიეზამ ნილ მაგნის შანსი არ დაუტოვა - ამ და სხვა ბრძოლების შედეგები

აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ქარდი გაიმართა (UFC Fight Island 8). მთავარი ბრძოლა ნახევრად საშუალო წონით დივიზიონში (welterweight) მაიკლ კიეზასა და ნილ მაგნის შორის შედგა. ბუკმეიკერული კომპანიები ბრძოლამდე ფავორიტად მაგნის მიიჩნევდნენ, თუმცა როგორც დაპირისპირებამ გვანახა ბუკმეიკერებმა ფავორიტის არჩევისას შეცდომა დაუშვეს. კიეზამ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა (49-46, 49-46 და 49-46)

ვარლეი ალვესმა მოუნირ ლაზეზს ეფექტური ნოკაუტით მოუგო.

ანალოგიური შედეგი დააფიქსირა იკე ვილანუევამ ვინისიუს მორეირასთან ბრძოლაში.

ვივიენ არაუხომ როქსან მოდაფერი მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით დაამარცხა (30-27, 30-27 და 30-26).

მეტ შნელმა ტაისონ ნამთან ბრძოლაში მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა (28-29, 29-28 და 29-28).

მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაფიქსირდა ლერონ მერფის გამარჯვება დუგლას სილვა დე ანდრადესთან (29-28, 29-28 და 30-27).

რიკი სიმონმა გაეტანო პირელოს მტკივნეული ილეთით სძლია.

დამაჯერებელი გამარჯვება დააფიქსირა ჩინელმა სუ მუდაერჯიმ ზაურ ადაშევთან ბრძოლისას.

დალჩა ლუნგიამბულამ მარკუს პერესი დაამარცხა (29-28, 29-28 და 29-28).

ფრანცისკო ფიგუეირედო ჯერომ რივერაზე ძლიერი გამოდგა (29-28, 29-28 და 29-28).

მაიკ დევისისა და მეისონ ჯონსის ბრძოლაში გამარჯვება დევისს დარჩა (29-28, 29-28 და 29-28).

უმარ ნურმაგომედოვმა UFC-ში დებიუტი სერგეი მოროზოვის დამარცხებით აღნიშნა (მომგუდავი ილეთი).