მაიკლ კერიკი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT
მაიკლ კერიკი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო ორი წელი იმუშავებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
კერიკმა ინგლისური გრანდი მიმდინარე წლის იანვარში ჩაიბარა და სეზონის ბოლომდე მას დროებითი მწვრთნელის სტატუსი აქვს, ხოლო ახალი ხელშეკრულება სეზონის დასრულების შემდეგ გაფორმდება.
კერიკი გუნდში 2028 წლის ზაფხულამდე დარჩება, ხოლო შესაბამისი შედეგების არსებობის შემთხვევაში მხარეები თანამშრომლობას გააგრძელებენ.
ინგლისელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგის 15 შეხვედრაში 33 ქულა დააგროვა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.