მაიკლ კერიკი – „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წასვლას არ ვაპირებ #1TVSPORT

19:13, 09.11.2026

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაიკლ კერიკმა გუნდის წარუმატებელი შედეგების მიუხედავად განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ საკუთარ მოედანზე „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდა – დრამატული შეხვედრა ფრედ, 4:4 დაასრულა. მანჩესტერელებმა ბოლო წუთებზე ორი გოლი გაიტანეს და მარცხს გადაურჩნენ.

„თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, ეს არ მოხდება. მატჩები ვერ მოვიგეთ, თუმცა ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას, გარკვეული დეტალების გამოსწორებას და გამარჯვებების მოპოვებას“, – განაცხადა კერიკმა.

„მანჩესტერ იუნაიტედს“ პრემიერლიგაში რვამატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, რაც კლუბის ანტირეკორდია ტურნირის ისტორიაში.

11 ტურის შემდეგ მანჩესტერელები სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზე არიან და გასავარდნ ზონაში იმყოფებიან.

მსგავსი