მაიკლ კარპენტერი - ბოლო ცნობების მიხედვით, რუსეთი უკრაინის ორი რეგიონის ანექსიას გეგმავს
მაიკლ კარპენტერი - ბოლო ცნობების მიხედვით, რუსეთი უკრაინის ორი რეგიონის ანექსიას გეგმავს

რუსეთი უკრაინის ორი რეგიონის ანექსიას გეგმავს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა.

„ყველაზე ბოლო ცნობების მიხედვით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთი ეცდება დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ანექსიას რუსეთის შემადგენლობაში. ცნობების თანახმად, რუსეთი გეგმავს, მოაწყოს რეფერენდუმი გაერთიანებასთან დაკავშირებით, სადღაც მაისის შუა რიცხვებში“, – აღნიშნა კარპენტერმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ინტერვენციამდე ორი დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ორი რეგიონის – დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა.