მაიკლ ჯორდანზე სერიალს გადაიღებენ
მაიკლ ჯორდანზე სერიალს გადაიღებენ

ამერიკული ტელეარხი „ი ეს ფი ენ“ (ESPN) გადაიღებს მრავალსერიან დოკუმენტურ ფილმს ლეგენდარულ კალათბურთელზე მაიკლ ჯორდანზე. ტელესერიალის სამუშაო დასახელებაა – „ბოლო ცეკვა“.

ამ მომენტისთვის იგეგმება 10 სერიის გადაღება და მონტაჟი. მათი ჩვენება 2020 წლის ივნისში დაიწყება.

მაიკლ ჯორდანი მიჩნეულია კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ. ის ექვსჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი „ჩიკაგოს“ შემადგენლობაში, ექვსჯერ დასახელდა ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშედ, ხუთჯერ იყო რეგულარული ჩემპიონატის MVP, ორჯერ მოიგო ოლიმპიური თამაშები.

დღეს, ჯორდანი ფლობს NBA-ის კლუბს „შარლოტ ჰორნეტს“.