მაიკლ ჯორდანმა პეპ გვარდიოლას ვიდეომიმართვა გაუგზავნა, ესპანელმა უპასუხა #1TVSPORT
მაიკლ ჯორდანმა პეპ გვარდიოლას ვიდეომიმართვა გაუგზავნა, ესპანელმა უპასუხა #1TVSPORT

ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ექვსგზის ჩემპიონმა, მაიკლ ჯორდანმა „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელისთვის, პეპ გვარდიოლასთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა.

„ეი, პეპ, ეს მაიკლ ჯორდანია. უბრალოდ მინდა, მოგილოცო დაუჯერებელი კარიერა. ისიამოვნე დასვენებით. წარმატებები გოლფის მოედანზე. და ყოველთვის პირდაპირ ურტყი“, – განაცხადა ჯორდანმა ვიდეომიმართვაში, რომელიც გვარდიოლას „სიტისთან“ გამოსათხოვარ საღამოზე ჩართეს.

ესპანელმა სპეციალისტმა მოკრძალებით უპასუხა: „არ ვიცოდი, თუ ის მიცნობდა. მაგრამ ეს ნორმალურია“.

პეპ გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტიში“ 10 წელი მუშაობის შემდეგ ამ ზაფხულს დატოვა კლუბი.