მაიკლ ჯორდანმა მეთევზეთა ტურნირზე მიიღო მონაწილეობა (ვიდეო)

მაიკლ ჯორდანმა მეთევზეთა ტურნირზე მიიღე მონაწილეობა. ლეგენდარულმა კალათბურთელმა თევზაობა საკმაოდ წარმატებით გამოუვიდა. ჯორდანმა შეჯიბრზე 200 კილოგრამიანი მარლინი დაიჭირა და ხალხის ოვაციაც დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯორდანის დაჭერილი თევზი გრანდიოზული სიდიდის გახლდათ, მაიკლი ამ შედეგით ტურნირზე მხოლოდ მე-5 ადგილზე გავიდა. საპრიზო ფონდი 3.3 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. აღნიშნული თანხა პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მეთევზეებს გადაუნაწილდათ.